|
2019-08-05 13:16:35, 1504 ნახვა
საზოგადოება
ნინო დანელია პატრიარქს: არ გაბედოთ, შეეხოთ დედებს, რომლებიც მუშაობენ და შვილებს ზრდიან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიამკვლევარი ნინო დანელია საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა. დანილიასთვის პატრიარქის ქადაგება მიუღებელია და ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი სერვისები რათა დედებს ბავშვების გაზრდა და პარალელურად მუშაობა გაუადვილდეთ. "პარასკევს სამსახურში ვიყავი. ორშაბათს ალექსანდრე გაჩნდა. ყველაზე ტკბილად დეკრეტის ის ოთხი თვე მახსოვს, როცა დამსახურებულად ვიყავი სახლში, შვილს ვუვლიდი და ხელფასს მაინც მაძლევდნენ. ყველაზე მძიმე დღე ოთხი თვის მერე სამსახურში წასვლა იყო, საშინელი მონატრებით და სინდისის ქენჯნით, რომ პატარა ალექსანდრე სახლში დავტოვე. ყოველ ოთხ საათში მოყავდა ხან მამას, ხან ბებიას, რომ სადმე ბაღში მოფარებული ადგილი მეპოვა და მეჭმია. მერე იყო ზაფხულები, როცა მე თბილისში ვრჩებოდი, ვმუშაობდი და ალექსანდრეს ბებიასთან და ძიძასთან ერთად დასასვენებლად ვუშვებდი. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა პარასკევი საღამო, რომ გავვარდნილიყავი და შაბათ-კვირა ჩემს პატარა შვილთან გამეტარებინა. აუტანელი იყო კვირა საღამო, როცა ალექსანდრე მანქანას მოსდევდა ტირილით, არ წახვიდე, ჩემთან დარჩიო. ეს კადრი უბრალოდ არასოდეს დამავიწყდება. ბოლო წუთამდე ვმუშაობდი ირინას გაჩენამდეც. მასთან უფრო ცოტა ხანს ვიყავი. ვადამდელი არჩევნები დაემთხვა და მედია ცენტრი უნდა აგვეწყო. ერთი თვის მერე გავედი სამსახურში. ყინავდა იმ წელს ზამთარში, ამიტომ, ირინა ასე ვეღარ დაყავდათ და ჩემს რძეს მაცივარში ვუგროვებდი ბოთლებში. რომ თავდებოდა, მირეკავდნენ, სასწრაფოდ მოდი, ბავშვს საჭმელი აღარ აქვსო და მეც გამოვრბოდი სახლში, გიჟივით. ჩემს დირექტორთან რომ მივდიოდი საღამოს, უკვე იცოდა რისთვის, “ბაღანა ჯღავა, ხო? ” – მეკითხებოდა და მიშვებდა. “ბაღანა ჯღავა” მერე სახუმარო ფრაზადაც გვექცა. წარმოიდგინეთ, გზაში როგორ მივქროდი იმ განცდით, რომ ბავშვს შია და ტირის.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)