|
2019-08-04 20:29:47, 1841 ნახვა
პოლიტიკა
R2 - ალავიძე დ ქუმსიშვილი დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მზად არის, გამოძიების კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხოს. ამის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავი2" ვრცელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მასთან პროკურატურას კითხვები ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნას, ალავიძე ამბობს რომ მას არ იცნობს. „ერთი წლის წინ ვიყავი დაახლოებით და კითხვები ჰქონდათ და მივაწოდე ეს ინფომრაცია. დეტალებში არ შევალ, ამომწურავად გავეცი ყველაფერზე პასუხი, რაზეც კითხვები იყო და ეს იყო და ეს,"-განაცხადა ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მას ბრალი წაუყენონ ანდა დააკავონ, ზურაბ ალავიძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ეს ინფომრაცია, ეს უნდა შეეკითხოთ საგამოძიებო უწყებას. ალტკომთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კარგად არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემამდე მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ რაზეც არ მაქვს ინფორმაცია და დეტალები არ ვიცი არ ვსაუბრობ შესაბამისად,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრი ზურაბ ალავიძე დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა. ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)