|
2019-08-04 15:07:15, 1210 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი უძველესი ტრადიციები ოჯახის სიწმინდე ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა
ჩვენი უძველესი ტრადიციები - სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო ზეიმ "შუამთობაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შეკრებილ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და უხუცესებს უძველესი და ლამაძი ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. "ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ულამაზესი ტრადიციები ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის,როგორც უფროსი თაობისთვის, რომელმაც შეგვინარჩუნა ეს ტრადიციები. თქვენ ხართ გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, ეს მთები კი ჩვენი ძლიერი ფესვების დასტურია და ჩვენ გიერთდებით ამ ლამაზი ტრადიციების გაგრძელებაში. ჩვენთვის ქართულ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება დავიწყეთ, რომ საქართველოში ყველა კუთხე თანაბრად განვითარდეს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ ზემო აჭარაში, იქნება ეს სკოლების, ბაღების, გზების მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თუ გაზიფიცირება. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ზემო აჭარაში გვექნებოდა ბუნებრივი გაზი. გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა ხულო-ზარზმის გზა, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და გამოთქვა რწმენა, რომ ის უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდება. მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა თითოეულმა მათგანმა ღირსეული განათლების მიღება შეძლოს. პრემიერმა ასევე ისაუბრა ხულოს მუნიციპალიტეტის ახალი მერის, ვახტანგ ბერიძისა და მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის შესახებ, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივი ძალისხმევით მუშაობენ თითოეული ოჯახის პრობლემების გადაჭრაზე. "თქვენ ასევე გყავთ მთავრობის ახლგაზრდა, ენერგიული თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ამ კუთხის შვილი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად, თქვენი თანადგომით შევძლებთ ყველა იმ იდეის რეალიზაციას, რომელიც ჩაფიქრებული გვაქვს. ამაში დარწმუნებული ვარ და ამის სრულ გარანტიას გაძლევთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენას გაეცნო და სპორტულ აქტივობებს, მათ შორის ტრადიციულ დოღს დაესწრო.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)