|
2019-08-02 11:12:39, 815 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი ეწყობა
ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი კი 4 000 კვ.მ-ზე განთავდება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტრენაჟორები, ასევე, მოეწყობა სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები, ბავშვთა ატრაქციონები და მოსასვენებლი კუთხეები. სკვერში ოთხი საბავშვო ზონა განთავსდება, რომელიც რეზინის ბორდიურით შემოისაზღვრება. რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდება. ხეები და საპროექტო გამწვანების ზოლები ბეტონის ბორდიურით გამოიყოფა. ფონიჭალაში მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო. „თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი ახალი სკვერი მოეწყო. მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ფონიჭალაში, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით ერთი დიდი სკვერი უკვე მოვაწყვეთ და ახლა რაგბის სტადიონის აშენებაც იგეგმება. დიდი გეგმებითა და შემართებით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობის სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ. ახალი სკვერის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)