14:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 11:35:39, 700 ნახვა

საზოგადოება
ბერთუბანში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება.

ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელის მოწყობაც სრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

„ბერთუბნის დასახლებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება. პარალელურად, დავიწყეთ გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობაც. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებლი გახდა“, - განაცხადა  ბექა მიქაუტაძემ. 

გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს „ოცნების სახლი“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია გათვალისწინებული.

საყრდენი კედლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics