14:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 16:23:59, 908 ნახვა

საზოგადოება
ამერიკელი მეცნიერები მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ბორლაუგის პროგრამის ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში,  ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორები, მანპრეტ სინისი და ჰარშავარდჰან ტიპარედი  ქართული მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ამერიკელმა მეცნიერებმა მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებსა და ქართველ სპეციალისტებს  ფერმებსა და ფრინველი ხორცის გადამმუშავებელ საწარმოებში  მიკრობიოლოგიური რისკების კონტროლის ღონისძიებების თანამედროვე მიდგომები  გააცნეს.

„ჯორჯიის უნივერსიტეტს მეფრინველეობის დარგში სასწავლო და კვლევითი პროგრამების, კერძო სექტორის კონსულტირების და საჭირო სამეცნიერო-ლაბორატორიული კვლევების  განხორციელებაში დიდი გამოცდილება გააჩნია. დღევანდელი შეხვედრა წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მეფრინველეობის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მიკრობიოლოგიური რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა,  ლევან უჯმაჯურიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯიის უნივერსიტეტის ექსპერტები სოფელ კრწანისში, მეფრინველეობის კომპლექსებს მოინახულებენ და ფერმერებს ბიოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ კონსულტაციას გაუწევენ.  

შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics