12:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 12:59:52, 1597 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში, მშენებარე კორპუსთან, სადაც ლიფტი ჩაწყდა, პირველი არხის ოპერატორს ქვა ესროლეს

ბათუმში მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყდა, დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პირველი არხის ოპერატორი დაშავდა. 

დაპირისპირება სავარაუდოდ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და გადამღებ ჯგუფებს შორის მოხდა. ისინი ოპერატორებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ქვა დაუშინა. ოპერატორმა დაზიანება თავის არეში მიიღო. 

ცნობისთვის, დღეს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics