|
2019-07-25 14:43:03, 1329 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ველისციხის ქუჩის კაპიტალური შეკეთება სრულდება
ნაძალადევის რაიონში ველისციხის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი ორი კედელი აშენდა, მოეწყო სანიაღვრე არხი, კიუვეტი, ბორდიური და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალდევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან ერთად გაეცნო. „რაიონის მასშტაბით აქტიურად ვაგრძელებთ ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას. ველისციხის ქუჩაზე ახალი დასახლებაა და აღნიშნულ ნაწილზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას უჭირდა გრუნტიან გზაზე გადაადგილება. საჭირო გახდა 54-მეტრიანი საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, ავაშენეთ კიდევ ერთი მცირე ზომის კედელი. მოვაწყეთ სანიაღვრე ქსელი და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 280 278 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)