|
2019-07-24 19:13:30, 1302 ნახვა
საზოგადოება
სომხეთის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაცია საჯარო რეესტრს ეწვია
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაცია ეწვია. კომიტეტის წევრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი შეხვდნენ. მათ სტუმრებს უძრავი ქონების რეგისტრაციის, ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები, მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. კომიტეტის წარმომადგენლებისთვის საჯარო რეესტრის უძრავი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში, კადასტრის უზრუნველყოფისა და სკანირების სამსახურში საინფორმაციო ტური მოეწყო, რომლის მეშვეობითაც სტუმრები მონაცემების დიგიტალიზაციის, დოკუმენტების დასკანერების, არქივირებისა და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს გაეცნენ. გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საჯარო რეესტრის არქივის შენობა დაათვალიერეს, სადაც ქაღალდის დოკუმენტები ცენტრალიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უსაფრთხოდ ინახება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გორში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისსაც ეწვივნენ და ტერიტორიული სამსახურის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)