|
2015-01-23 16:58:29, 1007 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტთან კონსულტაციებს მომავალშიც გააგრძელებენ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტისა და "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები არიან და კონსულტაციებს ამ საკითხზე მომავალშიც გააგრძელებენ. რაც შეეხება კანდიდატურას, ჩიქოვანის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული კანდიდატურების შესახებ საუბარი არ ყოფილა, თუმცა მისივე თქმით, ეს ეტაპიც დადგება. "ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ შეხვედრით, რომელიც პრეზიდენტთან გაიმართა. ეს არის კონსულტაციების დასაწყისი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტთან და პრეზიდენტს დაქვემდებარებულ უწყებასთან მჭიდრო კონტაქტი გვექნება, რათა გაგრძელდეს შემდეგში კონსულტაციები. პრეზიდენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ პირად დისკრეციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია და სურს, მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე არასამთავრობო სექტორის. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პრეზიდენტთან და დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. კონკრეტულ კანდიდატურებზე არ გვისაუბრია,თუმცა ეს ეტაპიც დადგება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)