|
2019-07-23 15:49:49, 1759 ნახვა
პოლიტიკა
სალია: თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი განცხადებებისაგან, რომელიც R2-ის ინტერესებს ზიანს მიაყენებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანდართულ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება. მისი განმარტებით, განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია. „დღეს სოციალური მედიის, ტელევიზიისა და მათ შორის, ჩვენი ტელევიზიის მეშვეობითაც გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას. ამასთან დაკავშირებითმ მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლისთაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის და იმ დროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების ყარამანიშვილების და ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი განმარტებისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი რომელთან დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა და გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობა. არსებობს ასევე წერილი მიღებული, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა, შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება წარგვედგინა უზენაესი სასამრთლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი დღევანდელი კომენტარი ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისაგან და ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს. ეს არის ჩემი თხოვნა და ეს არის ის პოზიცია, რაც აქვს არხის მესაკუთრეს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)