|
2019-07-23 13:01:05, 1872 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი - სიბინძურეა თავად ოქრუაშვილის მიერ ჩემთან შეხვედრის „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოხსენიება
„თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, ესაა ოქრუაშვილის მიერ ჩემთან შეხვედრის და ჩემი სახელის „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოხსენიება“, -ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. უსუფაშვილმა 2014 წელს ოქრუაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილმა მას თავად სთხოვა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა, რომ მზად იყო პოლიტიკურ თანამშრომლობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე მნიშვნელოვანი ჩვენებების მიცემის შესახებ. „გუშინ დილით დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, ხომ არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ გაესაჯაროვებინა ჩვენი შეხვედრის ფაქტი 2014 წელს, იუსტიციის სახლში, ჩემს სამუშაო ოთახში. მე ვუთხარი, რომ მე კონფიდენციალურად და დამალულად არ შევხვედრილვარ მას მაშინ და არანაირი პრობლემა არ მქონდა თვითონ ან ვინმე სხვა თუ ამ თემაზე ისაუბრებდა და მე ცხადია, დავადასტურებდი ამ შეხვედრის ფაქტს. შემდგომ იყო მისი პრესკონფერენცია, რომელზეც მოვისმინეთ არამხოლოდ ამ ფაქტის შესახებ, არამედ მისი თავისუფალი ინტერპრეტაციებიც. ეს არ ყოფილა ირაკლის მხრიდან პირველი შემთხვევა. მან „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა, ჩემი სმს და ჩემი სახელი და აგერ ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში იმ შეხვედრის მოხსენიება, რომელზეც მოგახსენეთ, ჩემი სახელის მოხსენიება და იმ სმს-ის მოხსენიება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)