|
2019-07-22 16:23:41, 2095 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატს სთავაზობს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს. როგორც კობერიძე facebok-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული საკითხი უკვე გასცდა კერძო საკუთრების კუთვნილების თემას და ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. „რუსთავი 2“- ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, ჩემს რამდენიმე კოლეგა პარლამენართან ერთად, ვთავაზობ პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრის და მსჯელობის გამართვას მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით. ეს თემა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და იმავდროულად ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის, (რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან ) საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეში - პარლამენტში მოწვევას და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას“, - წერს ლევან კობერიძე.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)