|
2019-07-20 11:56:12, 1518 ნახვა
საზოგადოება
ნაძალდევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N6-7 კორპუსების მიმდებარედ, გურამიშვილის გამზ. N33ბ-ში და სანზონის N12-15 კორპუსებთან არსებულ მოედნებზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთის კარები და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები. განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. იმისათვის, რომ ბავშვები, ახალგზარდები უფრო მეტად დაიტვირთონ სპორტული აქტივობებით, საჭიროა მეტი კომფორტული და მოწესრიგებული მოედანი. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სამ მინი სტადიონს, ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროზე ვაკეთებთ ქვიშის მოედანს და გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება სხვადასხვა მისამართზე“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. მიმდინარე წლის განმავლობაში სპორტულ მოედნებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 181 892 ლარი გამოყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)