|
2019-07-20 10:56:59, 1391 ნახვა
საზოგადოება
სალია - ნოდარ მელაძის მოხსნა არ იგეგმება, გაბუნია კი 2 თვეში მუშაობს გააგრძელებს
2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება შეზღუდვა, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი „-ის ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გადაიხედება შეზღუდვა, რომელიც გიორგი გაბუნიას აქვს დაწესებული? სალიამ განმარტა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. „ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა მიიღეს და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ საზოგადოებაში დიდი კონსესუსი იყო“, - აღნიშნა სალიამ. მისივე მტკიცებით, არც რარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მოხსნა არ იგეგმება. „ალბათ, მოლოდინი გაუცრუვდება მას, თუ ამას ელოდება. ასეთი რამ არ მითქვამს, ასეთი ამოცანა ქიბარ ხალვაშს ჩემთვის არ დაუსახავს“, - აღნიშნა პაატა სალიამ. ცნობისთვის, წუხელ სალიამ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)