|
2019-07-19 22:53:37, 2768 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი არის დემოკრატიის საფუძველი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიან და აპოლიტიკურ გარემოში უნდა აღასრულოს სტრასბურგის სასმართლოს განაჩენი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რომელსაც კითხვა სახელმწიფო დეპარტამენტში მივლენილმა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ნაიკ ჩინგმა დაუსვა, განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია და კვლავ აგრძელებს საქართველოს დახმარებას გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მრავალფეროვნების დაცვაში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით სიტუაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც აზრთა ფართო სპექტრს წარმოადგენს, არის დემოკრატიის საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, აპოლიტიკური და მისცეს საშუალება მედიას, რომ წარმოადგინოს სხვადასხვა შეხედულება და აზრი.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)