|
2019-07-19 15:36:06, 17109 ნახვა
კულტურა
ბათუმის თიბისი გალერეა გურამ წიბახაშვილის გამოფენას - „ზამთარი გადატანილია“ უმასპინძლებს
20 ივლისიდან, ბათუმის თიბისი გალერეა გურამ წიბახაშვილის გამოფენას - „ზამთარი გადატანილია" უმასპინძლებს. ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის შეძენა კი მსურველებს მაღაზიაში - „წიგნები ბათუმში" შეეძლებათ. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს" თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა. გამოფენისა და წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით: „ტყუილი ქვეყანა იშლებოდა. გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო. როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიც გადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა. მამუკა ცეცხლაძე მოვიდა ერთხელ, მაგას შეუძლია ძალიან მსუბუქად გითხრას მძიმე რამეები და მოდი, გამოფენა გავაკეთოთო. დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით შემოდგომაზე და მერე მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო. გამოფენასაც ეგრე დავარქვით – ზამთარი გადასატანია." ამ გამოფენიდან 25 წლის შემდეგ გურამ წიბახაშვილი დროში მოგზაურობს და თავის ფოტოებში საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს აღწერს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ურთულეს პერიოდს ებრძვის, მეორე მხრივ, კი ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას. წიგნი და გამოფენა 1987-1995 წლების საქართველოს ისტორიის ერთდროულად ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატებით გაცოცხლების, გააზრებისა და შეჯამების საშუალებას იძლევა. 1990-იანი წლების ისტორიებს წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები ცოცხლად იმ ფილმში ჰყვებიან, რომელიც თიბისის ორგანიზებით სტუდია - "Film Asylum"-მა მოამზადა. ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის - კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის ისეთ წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია, ლადო ბურდული, ილიკო ზაუტაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მანანა არაბული, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეო ხატიაშვილი, რობი კუხიანიძე და სხვები. ფილმი ექსპოზიციის ნაწილად იქცა და მისი ნახვის საშუალება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს აქვთ. გამოფენა ბათუმის თიბისი გალერეაში (ზუბალაშვილის N 37) 20 ივლისს, 19:00 საათზე გაიხსნება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
(R)
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)