|
2019-07-19 12:07:06, 1387 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი მკვლევარი R2-ზე: ეს, სამომავლოდ არ მოახდენს კარგ გავლენას ქართულ დემოკრატიაზე
კარნეგის ფონდის წარმომადგენელი პოლ სტრონსკი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მირებულ გადაწყვეტილებას და ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც სტრონსკი აღნიშნავს, ოპოზიციური არხის არსებობა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მე მესმის, თუმცა მაშფოთებს ეს გადაწყვეტილება. ის გვაჩვენებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობა საკმაოდ კომპლექსურია. ის პრობლემები, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწია. თუმცა მაშინ, როცა გადაწყვეტილება გასაგებია, მე მომავალზე ვდარდობ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკურებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ეს გადაწვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას, რაც ქვეყანას არ ეხმარება. ეს, სამომავლოდ არ მოახდენს კარგ გავლენას ქართულ დემოკრატიაზე და საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში", - განაცხადა მან. სტრონსკის შეფასებით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა. „გასულ თვეში ჩვენ ვიხილეთ, რომ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მოძებნოს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ვსაუბრობთ მედიაში ორ ყველაზე დიდ მოთამაშეზე და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს. ეს საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობ, საქართველოს, ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო“, - აცხადებს სტრონსკი.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)