07:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 10:45:21, 875 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჰონგ-კონგში ღონისძიება გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში ქართული ღვინის წარდგენა ადგილობრივი პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და ღვინის შემსყიდველებისთვის გაიმართა.

ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის" ფარგლებში მოეწყო და მას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media''-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ჰონგ-კონგში გამართულ ღონისძიებაზე აქცენტი ქართული ღვინის აზიურ სამზარეულოსთან შეხამებაზე გაკეთდა.

მიმდინარე წელს „Meiburg Wine Media''-ის საქმიანობა მიმართული იქნება ჰონგ-კონგში ქართული ღვინის პრემიუმ-სეგმენტში დამკვიდრებისკენ და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებების სტუმრები მაღალი კლასის რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები , ასევე ტოპ-სომელიეები და იმპორტიორები იქნებიან.

„ქართული ღვინის აზიის ტურის" ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ქართული ღვინის წარდგენა უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, დეგუსტაციები ასევე დაგეგმილია ჩინეთის ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში, ტური დასრულდება ქართული ღვინის ფესტივალებით შანხაისა და ჰონგ-კონგში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics