|
2019-07-18 14:09:55, 1942 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია: სტრასბურგმა ამ გადაწყვეტილებით მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა
„ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა, რაზეც ძალიან ვწუხვარ“, - ამის შესახებ „რუსთავი „-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ არსებობს მინიმალური შანსი, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდეს. „ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს, ამ კომპანიის წართმევა, ვიდრე არ ამოიწურება ყველა შესაძლებლობა ამ კომპანიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების, ჩაითვლება ამ კომპანიის მიერ და იმედი მაქვს ქართული საზოგადოების, დასავლური პოლიტკური პარტიების და ნებისმიერი ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქის, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა „რუსთავი 2“-სა და ჩვენს მიმართ, დანამდვილებით ჩაითვლება, ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობად და ეს საკითხი მცდელობას ვერ გასცდება, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ იმ გარანტიით, რომელიც დღეს მას აქვს სარედაქციო გარანტიით, სანამ მინიმალური შანსი მაინც არსებობს და ეს საშინელი გადაწყვეტილებაც კი, ტოვებს ამ მინიმალურ შანსს, სანამ ეს შესაძლებლობა არ ამოიწურება სრულად „რუსთავი 2“-ში დამფუძნებლის შეცვლა იქნება უკანონო. დამფუძნელბის შეცვლა მხოლოდ იმისკენ იქნება მიმართული, რომ ეს მედია ჩამოიშალოს და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა მას აღარ ჰქონდეს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ციტატებად ხალხში დაბნეული ყველაზე ნათელი და სკანდალური ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულ საქმეზე, მაგალითად, დედა ოჯახის წევრი არ არის, ურთმელიძეზე, სასამართლომ მიკერძოების ნიშნები ვერ იპოვა, კიდევ კარგი დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ იუსტიცის მინისტრს მივმართავ, ჩაატარეთ ღია ადმინისტრაციული წარმოება და მერე ამას მოჰყვება ყველა სხვა სამართლებრივი გზა. მარტო თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და მით მეტეს არასწორს, დაარღვევთ საქართვლოს კანონმდებლობას და ჩაიდენთ თანამდებობრივ დანაშაულს“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)