|
2019-07-18 10:09:15, 1786 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავი 2-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 12:00 საათზე გამოაცხადებს
თბილისის დროით ზუსტად 12:00 საათზე სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე. ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩეროს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს მიაკუთვნა. "ჩვენ ვაპირებთ ზეიმს, არავინ რომ არ მოვატყუოთ. რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ გადაწყვეტილება არ ვიცით, მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ დარღვევა დადგინდება მინიმუმ მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ავტომატურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე არის გაუქმებული და ის ვერანაირ იურიდიულ შედეგს ვერ გამოიტანს. ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელოს დროებითი ღონისძიება და ჩვენს მთავრობას არ მისცეს შესაძლებლობა რომ ერთი, "რუსთავი 2" წაიღოს და მეორე, ჩაიდინოს დანაშაული იმიტომ, რომ ნებისმიერ ვითარებაში დარღვევადადგენილ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება არის დანაშაული, კონსტიტუციის დარღვევა. მე არ მინდა რომ მთავრობა და იუსტიციის მინისტრი დამნაშავე გახდეს ერთის მხრივ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, ცუდი მიზეზი იქნებოდა ძალიან და მეორესმხრივ, რა თქმა უნდა არ მინდა, რომ "რუსთავი 2"-ს ამის გამო პრობლემები შეექმნეს, მართალია უკანონო, მაგრამ პრობლემები,"-აცხადებს ნიკა გვარამია.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)