|
2019-07-17 15:54:37, 1482 ნახვა
საზოგადოება
ქრონიკული დაავდებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამა 35 დასახელების მედიკამენტს ითვალისწინებს
„ქრონიკული დაავდებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტს ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ პრემიერმა პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობა არასწორად დაასახელა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტექნიკური დეტალის დაზუსტება გვიწევს და გაურკვეველ კომენტართან გვაქვს საქმე. პროგრამის ფარგლებში ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტია შესყიდული და მიეწოდება ბენეფიციარებს. რამდენიმე მედიკამენტი გვაქვს განსხვავებული დოზირებებით შესყიდული, 2 ან 3 სხვადასხვა დოზის სახით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობა მუდმივად მზარდია. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 60 500-ზე მეტი ბენეფიციარი, რომლებიც სარგებლობენ ამ პროგრამით. უახლესი ცვლილება ემსახურება ხელმისაწვდომობის გაზრდას საპენსიო ასაკის და შეზღუდული დესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც მედიკამენტებს იღებდნენ 50%იანი ფასდაკლებით. ცვლილების დაფუძველზე სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ისინი მედიკამენტებს 1 ლარად მიიღებენ. ეს კიდევ უფრო გაზრდის ბენეფიციართა ჩართულობას პროგრამაში“, - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)