|
2019-07-17 15:45:16, 1355 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სამმისამართზე დასრულდა
გლდანის რაიონში, სამ მისამართზე - თავისუფლების N11-13, მესამე მიკრორაიონის N79 და მეოთხე მიკრორაიონის N105 საცხოვრებელ კორპუსებთან სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, შეიცვალა ლითონის მავთულბადეები და დამონტაჟდა სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი. სამივე სპორტული მოედანი კომბინირებულია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა, 212 562 ლარი გამოიყო. გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, შვიდ მოედანს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოედნები აღჭურვილია ფეხბურთისა და კალათბურთისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარით. გლდანის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეებისა და ფიტნეს ზონების მოწყობას მომავალშიც განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)