|
2019-07-17 12:46:38, 1499 ნახვა
საზოგადოება
უძოს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში, უძოს ქუჩისა და უძოს შესახვევის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 6 430 კვ.მ ფართობის ტერიტორია წესრიგდება. უძოს ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, ამჟამად კი ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ასევე, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელები და მოეწყობა გზაგამყოფი კუნძულები. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ბურდულაძე ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოები შპს „ჯეოსერვისმა“ მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, გამგეობამ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ახალმა კონტრაქტორმა კომპანია „არსაკიძე 2000“-მა მოსამზადებელი სამუშაოები 8 ივლისიდან დაიწყო და დღეისთვის, ასფალტის საფარი ტერიტორიის ძირითად ნაწილზე იგება. სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, უძოს ქუჩაზე საყრდენი კედლებიც მოეწყობა და გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)