|
2019-07-16 13:09:00, 918 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს
თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, სოციალური მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული სპორტული კლუბები და ფედერაციები დაფინანსებას მიიღებენ. „სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გულისხმობს სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში სპორტსმენების ეკიპირებით უზრუნველყოფას. ამ ადამიანებს სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა ჩვენგან და დედაქალაქის მერიაც მზად არის, მათ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. თბილისის მერია შარშანაც ძალიან აქტიურად ახორციელებდა სპორტულ პროექტებს და მხარს უჭერდა სპორტსმენებს. ეს მიდგომა გრძელდება და ასე იქნება მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)