|
2019-07-16 12:31:15, 840 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის საკითხებზე „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტებისთვის ტრენინგები ჩატარდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში “ახალი სკოლის მოდელი” ჩაერთო. ცენტრის წარმომადგენლებმა 5 დღის მანძილზე პროექტისათვის შერჩეულ კურიკულუმის ექსპერტებს გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს. ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის დროსაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ დავალებებს ამუშავებდნენ. პრაქტიკული დავალებები მოიცავდა გარემოსდაცვითი საკითხების არა მარტო ფორმალურ, არამედ არაფორმალურ სწავლებაში ასახვასაც. დატრენინგებული პირები სექტემბრიდან პროგრამისთვის შერჩეულ სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობაზეც იმუშავებენ, რაშიც ტრენინგების განმავლობაში შედგენილი აქტივობები დაეხმარებათ. „ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)