|
2019-07-15 17:53:13, 2067 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, რომელმაც ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა, პარტიიდან გარიცხეს
„პატრიოტთა ალიანსის“ ხაშურის საკრებულოს დეპუტატი, ალექსანდრე სიმონიშვილი, რომელმაც ჟურნალის ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა, პარტიიდან გარიცხეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას facebok-ზე კომენტარებში დაწერა. „ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა, როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკვეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ“, - წერს ირმა ინაშვილმა. შეგასხენებთ, რომ ალექსანდრე სიმონიშვილომ TV4-ის იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის, განცხადება ეწერა, რითაც ონიანი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდიდა. „ინგა გრიგოლია არის ძ*კნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ“,- დაწერა სიმონიშვილმა კომენტარში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)