|
2019-07-15 13:42:27, 1600 ნახვა
საზოგადოება
„გავრილოვის ღამის“ შემოქმედი უნდა გადადგეს“ - ანტისაოკუპაციო აქცია 19:00 საათზე განახლდება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა. აღსანიშნავია, რომ დღეს პროტესტის 26-ე დღეა. „ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დავიღლებოდით, რომ პოლიტიკოსები გვმართავდნენ, რომ არ ვიდექით სწორ მხარეს, რომ მტერსაც კი უნდა დაუჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ პოზიტივზე კონცენტრირების დროა, რომ აქციის დარბევისას მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან, რომ გაგვაფრთხილეს, და თანაც 4-ჯერ, რომ ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს, რომ ადამიანები საავადმყოფოში აღარ არიან, რომ ღირსი ვიყავით, რომ სამაგიეროდ, ყვ...ბიანი მინისტრი გვყავს, რომ ანტისაოკუპაციო აქციას რუსული ფულით დაფინანსებული პოლიტიკოსები დაშლიდნენ და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ყველგან: თბილისში,ბათუმში, გორში, მიუნხენში, ნიუ იორკში. და ვიქნებით ყველგან, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას. შს მინისტრი, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედი გიორგი გახარია უნდა გადადგეს!“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)