|
2019-07-15 13:34:29, 1942 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ 20 ივნისის მოვლენებზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიისგან ამ ინიციატივის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, თუმცა ეს „ქართულ ოცნებაზე“ წნეხის და მათთვის დისკომფორტის შექმნის ერთ-ერთი ბერკეტია. „რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არანაირი მზაობა საგამოძიებო კომისიის შექმნის "ქართული ოცნებისგან" არ იქნება, იმიტომ რომ მათ არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდათ, როგორც გახარიას, რომელიც ვითომ კითხვებზე პასუხის გასაცემად მივიდა და ტყუილები მოყვა. შესაბამისად, ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ ეს კომისია შეიქმნება და რამე გაირკვევა, მაგრამ, „ქართულ ოცნებაზე“ წნეხის თვალსაზრისით, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებიც ყველაფერს ხელს აწერენ, კიდევ ერთხელ იგრძნონ დისკომფორტი, კიდევ ერთხელ გასცენ პასუხი, რატომ მოხდა ასეთი სისასტიკე, ჩვენ დავუჭერთ ყველა ინიციატივას მხარს. ეს იქნება ამ ხელისუფლებისთვის, ერთ მხრივ, დისკომფორტის შემქმნელი და მეორე მხრივ ლეგიტიმური მცდელობა, რომ გაირკვეს რა მოხდა იმ უბედურ ღამეს. 26-ე დღეა და ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული პასუხები კითხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეთერში იყო გახარია, ჩვენ არათუ პასუხები არ მივიღეთ, ტყუილები მივიღეთ. ანუ, ეს არის მათი დამოკიდებულება, გამოძვრნენ, მოიტყუონ, აირიდონ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)