|
2019-07-15 13:07:09, 1310 ნახვა
საზოგადოება
ძაღლი, რომელსაც ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს, გადარჩა [ვიდეო]
ძაღლი, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს, გადარჩა. ინფორმაციას და ვიდეოს მამა სებასტიან ნეფარიძე ავრცელებს, რომელმაც ჰასკი დედაღვთისას მონასტერში მოსავლელად წაიყვანა. „ყბა ჩალეწილი ჰასკი რომელიც მე შევიფარე დამოუკიდებლად ჭამს საჭმელს მადლობა ბატონ თამაზს რომლის დამსახურებაცაა ამ ჰასკის გადარჩენა“, - წერს მამა სებასტიანი. ვიდეოს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარიც გამოეხმაურა, რომელმაც ნაწამებ ჰასკზე ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა. „სასწაული მოხდა! დღეს მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბა მოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს. სად არ გვყავდა და რომელ ექიმს არ ვაჩვენეთ , ყველამ გვითხრა რომ ძაღლს ქვედა ყბა ისე აქვს ჩალეწილი სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავისით შეძლოს ჭამა. ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა . დიდება უფალო შენ ძალას“, - წერს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი Facebook-ზე. შეგახსენებთ, რომ ჰასკის წამების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)