05:09 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 11:49:28, 1469 ნახვა

საზოგადოება
გერმანიაში შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტი ესწრებოდა, 20 ივნისის ღამე გააპროტესტეს

გერმანიაში, ქალაქ მუნიხში მიმდინარე შეხვედრაზე თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა შეხვედრის მონაწილე გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად 20 ივნისის აქციის დაშლა სიმბოლურად გააპროტესტა.

მათ თვალზე ხელი აიფარეს.

როგორც გამრეკელაშვილის facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ფოტოში ჩანს, შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

„არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი. სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!“ - წერს მირიან გამრეკელაშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics