|
2019-07-15 10:22:56, 1684 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე მელიასა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების უთანხმოებაზე: ხალხი ამდენი პოლიტიკით დაიღალა
ხალხი ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან დაიღალა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ევროპულ საქართველოსთან“ დაპირისპირების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება არა დაპირისპირებაზე, არამედ საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს. „ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს მე ვუყურებ, არის ის, რომ პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი. არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ პოზიტივზე, სამომავლო პროექტებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. სულ გვესმის „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო. ვხედავთ დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას, ლანძღვა-გინებას. ხალხი ამ ყველაფრისგან ძალიან დაიღალა. მოდი, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. თითო აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი და უფრო განვითარებული იყოს, სადაც ხალხი უფრო ბედნიერად იცხოვრებს. ჩვენ ხომ ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია და გამოვიყენოთ ეს რესურსი ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)