05:53 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 12:05:43, 2251 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი ზალკალიანის გადადგომას და ქუცნაშვილის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

 „მიმაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნდა გადადგეს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორ სამადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ასევე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ურავლესობის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობას შეისწავლის.

„მიმაჩნია, რომ ზალკალიანიც უნდა გადადგეს თანამდებობიდან ისევე, როგორც გახარია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტს, რაც იყო გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ყველა კომპონენტის ჩათვლით, მათ შორის, შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში. რუსეთის ეკლესია ეს არის პუტინის გავლების პირდაპირი მექანიზმი, რბილი ძალის მექანიზმი და თანამშრომლობა ამ ძალის გამოყენების მიზნით, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“,  - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „კურიერთან“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics