|
2019-07-12 12:24:38, 1299 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - გუშინ გახარიამ რამდენჯერმე იცრუა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გუშინ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენჯერმე იცრუა. როგორც კაპანაძემ განმარტა, შს მინისტრმა უნდა აიღოს, როგორც პოლიტიკური ასევე, შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. „მოიტყუა, რომ თითქოს ოპოზიციამ იცოდა და ხმას არ იღებდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ - ორჯერ ბრიფინგით და ერთხელ აქციით გავაფრთხილეთ გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მან მოგვატყუა როდესაც თქვა, რომ არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გავრილოვის არშემოშვების. ეს არის სრული აბსურდი, მას ნებისმიერი ადამიანის არშემოშვება შეუძლია, თუ ქვეყანა ამას გადაწყვეტს. მესამე, რაც მთავარია, მან მოიტყუა, რომ ხმოვანი გაფრთხილება იყო გაკეთებული, სანამ გამოყენებული იქნებოდა სპეცსაშუალებები. არათუ ხმოვანი გაფრთხილება არ იყო გაკეთებული, პირიქით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ აპირებდნენ სპეცსაშუალებების გამოყენებას და მათი სტილი არ იყო, ანუ ეს იყო პირდაპირ ტყუილი. მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად მიდიოდა იქ რაღაც ძალადობა და არ იყვნენ მზად მოლაპარაკებებისთვის. პირიქით, ყველამ ვნახეთ, რომ მოლაპარაკებების მზადყოფნის დროს დაიწყეს ტყვიების გამოყენება. მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. აუცილებელი მოგერიების ფარგლები შეიძლება რაღაც ეტაპზე არსებობდა, მაგრამ გასცდა, როგორც კი პარლამენტის კიბეებზე ჩამოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, მერე გადავიდა რუსთაველზე და მერე ვერაზე მით უმეტეს. მან მოიტყუა, რაც მთავარია, როდესაც თქვა, რომ მისთვის თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის აღება. პირიქით არის ეს, თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის არ აღება, პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს წასვლას თანამდებობიდან, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიძლება დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, იმდენად იკვეთება, რომ ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, როგორც ბრძანების გაცემით, ისე კონკრეტული ქმედებების კუთხით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)