|
2019-07-11 16:58:00, 2005 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, 1991 წელს რა მოხდა
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც როთმა აღნიშნა, როდესაც ის გორში იმყოფებოდა, მავთულხლართების ნახვამ მასზე ძალიან იმოქმედა. ის აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქარტველოს აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს მოახდინა. როთი ამბობს, რომ თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, მაშინ 1991 წლის მოვლენები უნდა გაიხსენოს „როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა უნდა შევასრულოთ აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“, - განაცხადა კლაუდია როთმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)