|
2019-07-11 11:48:40, 1345 ნახვა
პოლიტიკა
რუდი: არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია
„პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა განაცხდა. მისი განმარტებით, არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. „როდესაც საქართველო უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროკავშირში, ეს ხდის მას უფრო ძლიერ პარტნიორად შეერთებული შტატებისთვისაც. რაც შეეხება აქციას, დემონსტრანტებს ვეტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და დასავლურ ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს. პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას. არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა რუდმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)