06:32 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 14:05:46, 1437 ნახვა

პოლიტიკა
„ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ შემოვუშვათ“ - დუმის დეპუტატის ინიციატივა

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი მიიჩნევს, რომ ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს, "რუსოფობიური განცხადებების" გამო, რუსეთში შესვლა უნდა აეკრძალოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მან ქათამაძეს ამორალური უწოდა. 

"ჩემი აზრით ქათამაძის განცხადებები, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერ იტანს რუსეთს, თუმცა ჩამოდის აქ კონცერტების ჩასატარებლად და ფულის საშოვნელად, ამორალური და ცინიკურია", - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

მისივე თქმით, რისეთში მიღებული პრაქტია, როდესაც "რუსოფობიური განცხადებების გამო, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ქვეყანაში არ შემოუშვიათ". 

"აქედან გამომდინარე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ნინო ქათამაძე ქვეყანაში არ შემოვუშვათ და ასეთივე გადაწყვეტილება მივიღოთ სხვა ადამიანების მიმართ, ვინც რუსოფობიურ განცხადებებს გააკეთებენ, მიუხედავად მათი სტატუსისა", - განაცხადა რუსმა სენატორმა. 

ცნობისთვის, მომღერალმა ნინო ქათამაძემ 20 ივნისს მოსკოვში კონცერტი გამართა. აღნიშნულს საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ქათამაძემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, კონცერტის ჩატარებისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ რუსეთში კონცერტს აღარ გამართავს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics