|
2019-07-10 11:28:15, 1483 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House-ის წარმომადგენელი: რუსეთის განცხადება გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე, აღმაშფოთებელია
„რუსეთის განცხადება გიორგი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია“, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მარკ ბერენტმა „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების რეაქცია შეაფასა. მისი განმარტებით, მონოლოგი იყო არაპროფესიონალური, თუმცა არანაირად უკანონო. „რუსეთის განცხადება ბატონი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია. მისი კომენტარი „პოსტკრიპტუმში“, შეიძლება, არ იყო პროფესიონალური და საზრიანი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა უკანონო. ნებისმიერი მოწოდება მისი დევნის შესახებ არის მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის კი ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხყოფილები შეიძლება იყვნენ ადამიანები სიუჟეტის ან სტატიის გამო, არავის აქვს დაკავების შიში. ბატონი გაბუნიას ექსტრადირება მართლაც რომ მომხდარიყო რუსეთში, მაშინ მას მარტივად გაასამართლებდნენ სისხლის სამართლის კანონით, მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის“, - განაცხადა ბერენტმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)