|
2019-07-10 10:37:46, 1203 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, დაშავდა სამი ადამიანი
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთს წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. მას აღენიშნებოდა ლითონის უცხო სხეულები ჭრლობების არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, - აღნიშნა ექიმმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19,109 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. „სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, - აღნიშნავენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)