|
2019-07-09 16:07:52, 1593 ნახვა
პოლიტიკა
სახინკლეებს საპილმენე, ხაჭაპურს კი, პიშკა დავარქვათ - კომუნისტების ინიციატივა რუსეთში
რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ "როსპოტრებრადზორს" ინიციატივით მიმართა, რუსეთში ყველა სახინკლეს საპილმენე დაერქვას, - ამის შესახებ Argumenti.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პარტიამ ასეთი ინიციატივის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, საქართველოში რუსოფობიური ისტერია გაჩნდა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ იაროსლავ სიდოროვმა განაცხადა, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ხისტი ზომები ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა მიეღო, როდესაც "თბილისმა სამხრეთ მიმართ აგრესია გამოიჩინა". სიდოროვი მიიჩნევს, რომ “საქართველოში შექმნილი ისტერიის შემდეგ ყველაზე ხისტი საპასუხო ზომებია მისაღები”. "დროა დავივიწყოთ ეს ქვეყანა და ყველაფერი რაც მას უკავშირდება. რუსულ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გარკვეული ლიბერალური დამოკიდებულება ჩნდება. საქართველოში დასვენებას გვთავაზობენ, ყველგან ქართული სამზარეულოა. ეს პოლიტიკურად არასწორია, თავისდახრაა. ეს აკნინებს რუსეთს. გვაფურთხებენ, ჩვენ კი ვიწმენდთ. შესაბამისად გვაქვს ინიციატივა ყველა სახინკლეს საპილმენე გადაერქვას. გარდა ამისა, ცვლილებები ხაჭაპურსაც უნდა შეეხოს. ეს ჩვეულებრივი რუსული პიშკა და ღვეზელია. ხაჭაპურსაც ყველგან პიშკა უნდა დავაწეროთ", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)