|
2019-07-09 16:06:08, 1409 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე: მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება, ხაზარაძე პოლიტიკაში თავის გადასარჩენად შემოდის
„მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა. მისი განმარტებით მამუკა ხაზარაძე „პოლიტიკაში თავის გადასარჩენად შედის“. „მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის გადასარჩენად შემოდის. რადგან, დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის - „არა მიშა“ - შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება, როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით. თუმცა ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წრთმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)