|
2019-07-09 15:52:14, 1191 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: რუსეთისგან სანქციები სასიამოვნო არაა, თუმცა გავიარეთ ეს ისტორია და ვერავის შეაშინებენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსუთის მიერ დაწესებული სანქციები სასიამოვნო არაა, ეს ისტორია უკვე გავლილია და საფრთხეს არ წარმოადგენს მისი შეფასებით, საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს სანქციები, ჯერ უცნობია. „რა ფორმას მიიღებს რუსული სანქციები არავინ არ იცის, ვინაიდან ეს არის მიმართვა პუტინისადმი და შემდეგ უკვე პუტინის მოწყალებაზეა დამოკიდებული. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ფულადი გზავნილები შეაჩეროს, ამის გაკეთება ერთხელ უკვე უნდოდა რუსეთს, მაგრამ არ გამოუვიდა. ფული ისეთი რამ არის, ყოველთვის იპოვის თავის გზას და შემოვლითი გზებით შემოვა, უბრალოდ ადამიანებს გააწვალებს. რაც შეეხება ღვინოსა და ბორჯომს, 2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილის ოჯახმა ბორჯომი მიჰყიდა რუსულ „ალფა ბანკს“ და დღეს „ბორჯომი“ არის რუსული კომპანია და თუ საკუთარ კომპანიას გამოუცხადებენ ემბარგოს არ ვიცი, თუმცა რუსებისგან არაფერია გამორიცხული, როცა ასე დასაჯეს საკუთარი ტურისტები. ღვინო არ არის გამორიცხული შანტაჟისთვის გამოიყენონ. ბუნებრივია სასიამოვნო არ არის, მაგრამ ერთხელ უკვე გავიარეთ ეს ისტორია და ამით ვერავის შეაშინებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)