|
2019-07-09 15:32:20, 1233 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი ხაზარაძეზე: ან სახლში უნდა წასულიყო, ან აქტიური გამხდარიყო - ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ხაზარაძე ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში, ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი შეფასებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ მამუკა ხაზარაძის გადაწყვტილება, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზე, ლოგიკური გადაწყვეტილებაა. „როდესაც მან საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ის ცნობილი განცხადება გააკეთა წერილის შესახებ, იმ მომენტში უკვე ნათელი იყო, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა, მან ეს ნაბიჯი გადადგა, მან დაინახა, რომ უბიძგეს სხვა საქმიანობისკენ. ეს სხვა საქმიანობა შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ სახლში დაჯდომა და არაფრის კეთება ან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. ის ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. მამუკა ხაზარაძემ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია, წარმატებული ადამიანები უნდა ქმნიდნენ ხელისუფლება და არა ადამიანები, რომლებიც CV-ს ხსნიან პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ამიტომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ვერცერთ თანამშრომლობაში, რომელიც წარმატებულ, ამ ქვეყნის პატრიოტ ადამიანებს შორის დგება ხოლმე“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)