|
2019-07-09 13:39:46, 1165 ნახვა
საზოგადოება
მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიამ სემინარი ჩაატარა
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი - „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩაატარა. ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა. მისი თქმით, სემინარის მიზანია, ამ სფეროში მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. „სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა სემინარი ამ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევები არის დღეს ბაზარზე და როგორ შეიძლება ე.წ. კრიზისულ პერიოდებში მათი დაძლევა“, - სოფიო ხუნწარიამ. კომპანიამ „გალტ ენდ თაგარტი“, მსმენელებს გააცნო სფეროს უახლესი ტენდენციები, ფასების დინამიკა, კონკურენცია ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის, ტურისტული ელექტრონული პლატფორმების შესაძლებლობები, სასტუმროების პოზიციონირების მოდელები (მინიმუმ 10 სასტუმრო ოთახი), კრიზისული პერიოდების მართვის საკითხები, სპეციალური საბანკო პროდუქტები და დონორების პროგრამები. ამასთან, სემინარზე საქართველოს ბანკის მარკეტინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიაზე და მის არხებზე, ასევე, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებზე. სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სემინარები ჩატარდება გიდებისთვის და Airbnb და booking -ზე განთავსებული ბინების მესაკუთრეებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)