|
2019-07-09 13:32:26, 1126 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: სამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება, ვიდრე მოსკოვის მიერ შექმნილი „ქართული ოცნება“იარსებებს
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადებით, პროკურატურის მიერ მიცემული პირობა, რომ სპეცოპერაციის დასკვნა ორ თვეში დაიდებოდა, არ შესრულდა. როგორც მაჩალიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა, მის კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. „პირდაპირ პირობა დადეს ამ უსირცხვილოებმა, ამ უნამუსოებმა, ამ გარეწრებმა, ამ გახრწნილებმა, რომ ორი თვის განმავლობაში დადებდნენ შემაჯამებელს და დღეს რა რიცხვია? დღეს 9 არის. არანაირი გამოძიება ამ ქვეყანაში არ იქნება. არანაირი სამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება მანამ, სანამ იარსებებს მოსკოვის მიერ შექმნილი საქართველოში „ქართული ოცნება“. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, მე გაუნათლებელი ადამიანი თუ ეს დავინახე ნათლად, მართლა ეს არის მოსკოვის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“. მე თვითონაც ამას მეუბნებიან, „დიახ, ჩვენ დავუშვით შეცდომა“ , მაგრამ ამის აღიარება არ მოხდება. აი, ამას მეუბნებიან პირდაპირ. თქვენ წარმოიდგინეთ, მაღალჩისნონები“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)