|
2019-07-09 12:04:14, 1078 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე მიმდინარე ორივე აქცია დაიშალა - „სირცხვილია“ 19:00 საათზე განახლდება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ორივე აქცია - (ანტისაოკუპაციო და ძალადობრივი) დაიშალა. ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ 19:00 საათზე განახლდება. დღეს პროტესტის მეოცე დღეა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სამართალდამცველები დაპირდნენ რომ საღამოს ადგილი თავისუფალი დახვდებათ. რაც შეეხება, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს, გურამ ფალავანდიშვილის განმარტებით, მათ შს მინისტის გიორგი გახარიას გადადგომა და დეოკუპაცია არ აინტერესებთ. მათი მთავარი მიზანი, „თბილისი პრაიდის“ არ ჩატარება მიღწეულია და პარლამენტის წინ დარჩენის მიზანს ვერ ხედავენ. შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს პარლამენტთან ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. „სირცხვილიას“ დემონსტრანტებს ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ დადგომის საშუალება არ მისცეს და არც აპარატურა ააწყობინეს. აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები ჰყოფდა. აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. მათ შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)