|
2019-07-08 19:54:33, 1003 ნახვა
საზოგადოება
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან
ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილია“ დემონსტრანტები პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მშვდიობიანი აქცია კვლავ პარლამენტის შენობასთან უნდა გაგრძელდეს. „ჩვენი მანიფესტაცია მშვიდობიანია და 19 დღის მანძილზე დავამტკიცეთ ჩვენი მშვიდობიანობის - რუსთაველის გამზირზე რამე გაფუჭდა კი არა, სიგარეტის ნამწვსაც კი არ ყრიდნენ ადამიანები. ჩვენი აქცია ანტისაოკუპაციოა და თუ ამ აქციას ვინმე კონტრაქციას გაუმართავს, პრორუსები არიან. რა გამოდის - ანტისაოკუპაციო აქცია გამოვიდეს წვრილი, მარგინალური ჯგუფის აქცია და მოდი ესენი გავაპაროთ და სინამდვილეში ქართული საზოგადოება პრორუსულია? ეს ხომ ასე არ არის. შსს-ს განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ დღეს თუ ის ვერ დაიცავს მშვიდობიან მანიფესტაცია, რაღა გვაქვს სასაუბრო - ე.ი. გავრილოვის დაცვისას თვალები დათხარეს ადამიანებს და მშვიდობიან მანიფესტაციაზე ელემენტარულ მშვიდობასაც ვერ ინარჩუნებენ? აქ ხომ არავის დარბევაზე არ არის საუბარი, კორდონზეა საუბარი, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები წყნარად იდგნენ. მე-19 დღეა აწეული ხელებით, მშვიდობიანად ვდგავართ ",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)