|
2019-07-06 23:23:31, 1451 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი - აქციაზე შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ, გარდაუვალი გახდა
აქციაზე შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ, გარდაუვალი გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტზე ისაუბრა, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია. „ჩვენს ინიცირებულ რეზოლუციაში ორ კომპონენტზე არის საუბარი – რამ გამოიწვია, რა იყო ეს მოწოდებები და რა შტურმზე იყო ლაპარაკი, პარლამენტში შევარდნებზე, რაზეც სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს და სამართლებრივი შედეგებიც უნდა მივიღოთ. უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთ ქმედებებს მოყვება პასუხისმგებლობა და სასჯელი. მეორე არის ის, რომ ტრაგედიაა და ტრაგიკული არის ის, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება გახდა გარდაუვალი, უბრალოდ გარდაუვალი გახდა. 80 პოლიციელი იყო დაშავებული, 30 პოლიციელი შეათრიეს ამ ბრბოში და დაზიანებები მიაყენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რომ მოუსმინოთ, არ ყოფილა, თითქოს მოგველანდა ეს ყველაფერი და თითქოს არ გვინახავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გახდა გარდაუვალი და ძალიან მძიმეა შედეგად, ჩვენ მივიღეთ დაზიანებული ადამიანები. შედეგად მივიღეთ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ისეთი დაზიანებები, რომლებიც შეუქცევადია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დადგენილების პროექტში საუბარია, რომ თუკი ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, დამიზნებით სროლას ან ასე შემდეგ, რასაც მძიმე შედეგები მოყვა, ამას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს. „რაც შეეხება გამოძიებას, ზუსტად იმიტომ, რომ ეს ის საქმე არის და ის საკითხია, სადაც საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს, როგორც ვიცი, სახალხო დამცველის ოფისი ამ დღეებში ინტენსიურად ეცნობა ყველა მტკიცებულებას და იმ მასალებს, რომლითაც ხდება ბრალის წარდგენა პოლიციელებისთვის თუ სხვადასხვა პირებისთვის, ვისი მხრიდანაც შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას. ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ თან კანონის მოთხოვნები თანაბრად უნდა იყოს დაცული, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, რამდენიც არ უნდა იძახონ საოცრებები, ამას ვერ დამალავენ და ვერ გააქრობენ. პირდაპირ ყველას გვაქვს ნანახი საკუთარი თვალით, მაგრამ ასეთივე მკაცრი უნდა იყოს გამოძიება იმ შემთხვევაში, როდესაც ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი უბედურება და ტრაგედია არის ის, რომ ვერ მოხდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოუყენებლობა. ამის სივრცე აღარ იყო არანაირი, საათების განმავლობაში პოლიციელები იდგნენ და ითმენდნენ სადამდეც შეეძლოთ და უძლებნენ ამ თავდასხმას. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმან უნდა აიღოს ვინც ეს ყველაფერი დააორგანიზა. აიღონ ეს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს პროცესი დაიწყეს, მშვიდობიანი, ლეგიტიმური აქცია, სადაც ახალგაზრდები იდგნენ. ეს ახალგაზრდები არსად შევარდნისთვის არ მდგარან. ისინი აპროტესტებდნენ, რაც მიუღებლად მიაჩნდათ და სრულიად სამართლიანი იყო მათი მოთხოვნები. ამ ადამიანების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს ამ ძალადობრივი აქტისთვის, რაც ყველამ ერთად ვნახეთ. ამ პროცესებმა საქართველოს მოუტანა უკვე ძალიან დიდი შედეგი, უფრო დიდი პოლიტიკური შედეგი და პოლიტიკური გარდატეხა, ვიდრე რამეს მოუტანია. აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ რეალობაში ვიღვიძებთ მთელი ქვეყანა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ნიშნავს აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ყველანი შევდივართ. „ეს ყველაფერი ნიშნავს სრულიად სხვაგვარ რეალობას, როდესაც კონფრონტაციის პოლიტიკიდან ქვეყანა გადადის თანამშრომლობის პოლიტიკაზე. ეს ვის არ აწყობს? ერთადერთი, – „ნაციონალურ მოძრაობას“. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, პირველი, რაც გააკეთეს, ამის დაგმობაზე წავიდნენ. რატომ? მათ აქვთ ერთადერთი მიზანი – საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყანაში ყოფნა. ჩემი აზრით, ამის შანსი მათ არ აქვთ და ერთადერთი შანსი აქვთ გადატრიალება ან დამხობა. ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა თავის შეცდომებზე. ჩვენ ვისწავლეთ და ვართ ერთადერთი, ვინც შეცვალა ეს რეალობა. ყველა ხელისუფლებას და ძალაუფლებას ჩაებღაუჭა და ყველამ ცუდად დაამთავრა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)