|
2019-07-06 15:07:28, 1226 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: 20 ივნისის შემდეგ დავინახეთ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსებმა გამონათქვამებით ეჭვქვეშ დააყენონ ეკონომიკა
20 ივნისის მოვლენების შემდეგ დავინახეთ, როგორ შეიძლება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა გაუაზრებელი გამონათქვამებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ მთლიანად ეკონომიკის განვითარება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმ გავლენაზე, რაც 20 ივნისის მოვლენებმა იქონია ეკონომიკაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ყველაფერი კეთდება, რომ ვითარების ნორმალიზება მოხდეს. „ჩვენ დავინახეთ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როგორ შეიძლება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა თავისი გაუაზრებელი გამონათქვამებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არა მარტო მთელი დარგის, არამედ მთლიანად, ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოვლენების შედეგები დანორმალიზდეს, დასტაბილურდეს ვითარება და ესკალაცია არ პოვოს, მაგრამ თუკი მოვლენები წავიდოდა ისე, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სურდა, კერძოდ, რევოლუციური, დესტრუქციული გზით, ეს ეკონომიკას ძალიან სერიოზულად დაარტყამდა, ასევე ძალიან ბევრი რამ, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ და უკან დაგვხევდა წლებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი საკუთარ განცხადებებზე არ აგებს პასუხს და არ აანალიზებს საკუთარი განცხადებების შედეგებს, ან ვიღაც ძალიან კარგადაც აანალიზებს. მაგრამ, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა. ამ ბოლო დროს იყო მცდელობა, ესეც მოვისმინეთ სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ მედიასაშუალებისგან, რომ შეელამაზებინათ ვითარება, თითქოს რა მოხდა, 2-3 თვეში ჩავანაცვლებთ ჩვენ რუს ტურისტს (1 მილიონ რუს ტურისტზეა საუბარი წლის ბოლომდე), ჩავანაცვლებთ რუსულ ბაზარს იგივე, მეღვინეებისთვის და მარტივად გადავერთვებით. თუკი ვინმე მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა“, - განაცხადა თურნავამ.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)