|
2019-07-06 14:19:16, 1367 ნახვა
საზოგადოება
„მოვითხოვთ რუსეთის პირსისხლიანი აგენტი, ჯალათი გახარია გადადგეს“ - მოქალაქეთა ნაწილი მე-12 დღეა შიმშილობს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე პირი შიმშილობას განაგრძობს. როგორც ადვოკატმა და ერთ-ერთმა მოშიმშილემ ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ის თანამოაზრეებთან ერთად იქამდე იბრძოლებს, სანამ შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს. მისივე თქმით, რამდენიმე მოშიმშილე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. „ამ ეტაპზე შიმშილობა მიმდინარეობს, როგორც პარლამენტის წინ, ასევე, შეკვეთილში. აქ დავრჩით ახლა ორნი იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა, საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი. შიმშილობის მეთორმეტე დღეა, მხნედ ვართ, ორგანიზმი მოგვყვება იმ გადაწყვეტილებაში, რასაც ჰქვია მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმით, მოვითხოვოთ გახარიას გადადგომას. გახარიასი, რომელიც არის ჯალათი, რომელიც არის რუსეთის პირსისხლიანი აგენტი და ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ერთში, კრემლის დღის წესრიგით მოქმედებს დღევანდელი პროკურატურა, დღევანდელი შსს, დღევანდელი მთავრობა“, - განაცხადა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)